ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში ეხმაურება ბრიტანეთის პრემიერ-მინსიტრის განცხადებას, რომლიც ცნობითაც, “ომიკრონის” შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.
მისი თქმით, გაერთიანებულ სამეფოში იმდენად გაიზარდა ბუსტერზე მოთხოვნილება, რომ რეგისტრაციის ვებგვერდზე პრობლემებიც კი შეიქმნა.
“როგორც პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, გაერთიანებულ სამეფოში დადასტურდა “ომიკრონი”-თ გარდაცვალების პირველი შემთხვევა
სამეფომ გამოცხადა რომ აპირებს დღეში 1 მილიონ ბუსტერ დოზაზე გავიდეს. დღეს გარკვეული შეფერხებაც კი შეიქმნა რესტრაციის ვებგვერდზე, უეცრად იმდენმა ადამიანმა გადაწყვიტა ბუსტერზე დარეგისტრირება” – წერს წერეთელი.