9 და 12 წლის ბავშვების გაუპატიურებისთვის თბილისში ორი ადამიანი დააკავეს, მათ შორის არასრულწლოვნების მამა.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137- ე (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურება) და 140- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.