საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან მიმართვას ავრცელებს.

ექს-პრეზიდენტი 21 დეკემბერს დაანონსებულ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა.

მისივე თქმით, აპირებს ოპოზიციურ ერთობას და ქართულ საზოგადოებას კრიზისის დასაძლევად საკუთარი წინადადებები შესთავაზოს.

“ვუპასუხოთ ქურდებისა და მკვლელების ბანდას ფასების ზრდისთვის, უმუშევრობისთვის, ქვეყნის დაცლისთვის, საბანკო განაკვეთებით ძარცვისა და პოლიტიკური რეპრესიებისთვის, მძლავრი საერთო ეროვნული აქციით, 21 დეკემბერს რუსთაველზე.

საკუთარ ხალხზე “გამარჯვება” მათ წინანდალში ღრეობით იზეიმეს. ჩვენ ვუპასუხებთ ჩვენი ერთიანობით, მიუხედავად პარტიულობისა და უპარტიობისა. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ ოლიგარქის მხრიდან მოწყალებას. ისინი უნდა ითხოვდნენ შენდობას და ამნისტიას ქართველი ხალხისგან.

მარტო სატელევიზიო და Facebook-კომენტარებით ჩვენ მიზანს ვერ მივაღწევთ. თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა.

ამის პარალელურად ძალიან ფართო ოპოზიციურ ერთობას და ქართულ საზოგადოებას ვაპირებ შევთავაზო ჩემი წინადადებები ამ უმწვავესი კრიზისის დაძლევის, სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების და ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების კუთხით!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას 21 დეკემბერს გამართავს.

გსურთ შეიძინოთ თურქული ავეჯი მაშინ გვეწვიეთ, ავეჯის სახლი ბელმონტე გელით !!!