ავარია მოხდა კახეთში – ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ყვარლისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, დამამათავრებელი კლასების მოსწავლეები ბოლო ზარის აღსანიშნავად გადაადგილდებოდნენ. შეჯახების შედეგად, დაშავებულია სამი ახალგაზრდა, რომლებიც სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here