გარდაიცვალა ემიგრანტი ნინია ახვლედიანი
საბერძნეთის ემიგრაცია გლოვობს.. წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში

მოიხსენიეთ ახლადშესვენებული ნინია
კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე…

გასწიეთ სევდა, მე გული მაქვს
სიცოცხლე მინდა….

თვითეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია….ნათელი დაუმკვიდროს უფალმა……საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა…..

ვინც გიცნობდა ყველას გული ჩასწყვიტე ცხარე ცრემლებით დაგტირიან ათენის ემიგრანტები…. ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი და მუხანათი სიკვდილის მოახლოვება იქნებ ამიტომაც ვერ გაიგე?! ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი კისკისი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ვისთვისაც შენი ამაგი უანგაროდ დაგიხარჯავს. ლამაზი და მშვენიერი წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი. ”

“შოთო სიხარულიძე ქართველი” ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს ლიგია მუშკუდიანს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.

შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო , ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა.

უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია…
“ახლაც ის დროა,როცა ქართველი,გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო”

,,ისე წახვიდე იმ ქვეყნად უნდა,
მზის ჩასვლას ჰგავდეს შენი სიკვდილი…”🖤

ძალიან მოკლე დროში ჩაესვენა მზე
ნინოსთვის, თუმცა მისი ღირსეული სახელი და კეთილშობილება კიდევ დიდხანს გაასხივოსნებს ქართულ ემიგრაციას საბერძნეთში…
ტკბილად იძინე კეთილო მეგობარო, შენი ლამაზი სული, ცათა სასუფეველში დაიდებს ბინას…🖤

ჩემო საყვარელო, ერთგულო,უანგარო და თბილო მეგობარო, Ninia Axvlediani 😥😢 ძალიან დაგვწყვიტე გული მთელ ქართულ ემიგრაციას, ვუსამძიმრებ ოჯახს ამ მძიმე დანაკლის, გამძლეობასა და მოთმინებას ვუსურვებ.

ქართული თოჯინების თეატრი “ბაბილინა”ს ხელმძღვანელი გარდაიცვალა დაგტირის ათენის ემიგრანტები…

“სანთელი იმადაა კარგი,რომ თავად იწვის და სხვას უნათებს….”

ასეთი ადამიანი და მეგობარი იყავი.
მადლობა ,რომ ცხოვრებას გვილამაზებდი.
უსაზღვროდ ვწუხვართ,შენს გარდაცვალებას.😭
უფალმა მარადიული ნათელი დაგიმკვიდროს!ამინ!
მსუბუქი იყოს შენთვის, სამშობლოს მიწა.
ნინია, გვიყვარხარ და ყოველთვის გვემახსოვრები.
გამძლეობა ლამარა დეიდას,ლიგიას , ოჯახის წევრებს,ნათესავებს, მეგობრებს,საბერძნეთის ემიგრანტებს . წერს შოთო სიხარულიძე
😭❤💋