იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გივი გელაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს რომელსაც emigrantebi.org-ი უცვლელად გთავაზობთ
გულიმწყდება იმ ფაქტთან დაკავშრებით, რომ თითოეულ ემიგრანტს ატყუებენ დოზირებულად, რადგან სურთ არ გავიდნენ ისინი ჩარჩოებიდან და მუდამ იყვნენ ეგრედწოდებული ვითომ ედვოკატზე ან დამსაქმებლზე ”ჩამოკიდებულნი”. ეს ხდებოდა და ისევ ხდება, მაგრამ მე არ მინდა ასე გაგრძელდეს. მინდა თითოეულ თქვენგანს ვუთხრა სამი ძირითადი ინფორმაცია CARTA SANITARIA ს შესახებ.
1. ყველას შეუძლია დროებითი სანიტარიას გაკეთება განსაკუთრებით როდესაც ადამიანს ჯანმრთელობა აწუხებს.
2. იტალია რადგან არის ქვეყანა სადაც მაქსიმალური ტოლერანტულობით ეპყრობიან მოქალაქეებს და არამხოლოდ, ამიტომ ნებისმიერ დროს თუ შეგაწუხებთ რაიმე მიდით სასწრაფო დახმარების ცენტრში იქ არ აინტერესბთ თქვენ გაქვთ საბუთი თუ არა ისინი არ დაგტოვებენ უყურადღებოდ და აღმოგიჩენენ დახმარებას.
3. ტესეტრა სანიტარიას გაკეთებას არ ესაჭიროება არანაერი ტიპის ხარჯი, რომელიც უნდა გადაუხადოთ შუამავალს. ყველას შეუძლია თავისუფლად გააკეთოს მარტო.
მიაწოდეთ ეს ინფორმაცია სხვა იტალიაში მყოფ ემიგრანტებს და დაიცავით ერთმანეთი. წერს გივი გელაშვილი










