ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. იახტა 140 მილიონი დოლარის ღირებულებისაა, ის ბარსელონას პორტში დგას და „როსტექნოლოგის“ ხელმძღვანელს, ოლიგარქ სერგეი ჩემეზოვს ეკუთვნის.

„დღეს ჩვენ დავაკავეთ იახტა, რომელიც ეკუთვნის პუტინთან დაახლოებულ ერთ-ერთ ოლიგარქს. ვსაუბრობთ იახტაზე, რომლის ღირებულება ყველაზე მინიმალური დათვლებით 140 მილიონ დოლარს შეადგენს“,- განაცხადა ესპანეთის პრემიერ -მინისტრმა პედრო სანჩესმა.

როგორც ესპანეთის მთავრობის მეთაურმა განმარტა, ქვეყნის მასშტაბით კიდევ იგეგმება იახტების დაკავება, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here