ახალი წელი უმეტესობისთვის საზეიმო სუფრასთანაა დაკავშირებული. საცივი, ჩურჩხელა, გოზინაყი, სხვადასხვა გემრიელობები. ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრა მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის იდენტურია, მაგრამ რა ხდება სხვა ქვეყნებში? რა გასტრონომიული ტენდენციებია საზღვარგარეთ?
1. საფრანგეთი
საფრანგეთში ახალი წლის ღამისთვის თაფლაკვერში ლობიოს ათავსებენ და ასე აცხობენ. ფრანგები თვლიან, რომ ამას ბედნიერება მოაქვს. საახალწლო სუფრაზე აქ აუცილებლად არის შემწვარი წაბლი, ხამანწკები, ლამაზად მორთული სენდვიჩები ბატის პაშტეტით, ყველით. რა თქმა უნდა, მაგიდაზე ფრანგული ღვინოცაა.
2. ინგლისი
ინგლისში საახალწლო დღესასწაული წარმოუდგენელია Plum pudding გარეშე, რომელიც ლორით, პურის ნამცეცებით, ფქვილით, ქიშმიშით, კვერცხითა და სუნელებით მზადდება. სუფრაზე მირთმევამდე პუდინგს რომს ასხამენ და ცეცხლს უკიდებენ. ტრადიციულად ბრიტანელების სუფრაზე ბოსტნეულით და კინკოიჟის სოუსით გაჟღენთილი ინდაურიცაა.
3. აშშ
აშშ-ში საახალწლო სუფრაზე ინდაური აუცილებლად უნდა იყოს, თუმცა ბრიტანულისგან განსხვავებით, მას სხვანაირად ამზადებენ. მარტივად რომ ვთქვათ, მასში ყველაფერს ათავსებენ, რაც მაცივარში შემორჩა. ძირითადად, ეს ყველი, ნიორი, ქლიავი, ვაშლი, კომბოსტო, ლობიო, სოკო და სანელებლებია.
4. პოლონეთი
ახალი წლის ღამეს პოლონელები სუფრაზე „ბედნიერების მომტან“ 12 კერძს აწყობენ, რომელიც ხორცის გარეშეა. ესაა კლიოცკი, ბოსტნეულის და ხილის კერძები, ტკბილეული. ეს მომავალი 12 თვის სიმბოლოა და იმისთვის, რომ მთელი წელი კარგი იყოს, სუფრასთან მჯდომმა თითო კერძი აუცილებლად უნდა გასინჯოს.
5. ესპანეთი
ესპანეთში, როდესაც 12 საათი სრულდება, ყოველ ათვლაზე ყურძენს ჭამენ. თითო ყურძენი, რომელიც, შესაბამისად, 12 უნდა იყოს, თითო სურვილის ჩაფიქრებასთან ერთად მიირთმევა.
6. იაპონია
იაპონიაში, საახალწლო მენიუც კი დაბალკალორიული და ჯანმრთელია. იაპონელები ახალ წელს პარკოსნების, თევზის, ბრინჯის და ბოსტნეულის და ზღვის მცენარეების კერძებს მიირთმევენ. სუფრაზე აუცილებლად არის მოტი – მოხარშული ბრინჯისგან დამზადებული მცირე ზომის ღვეზელი, რომელსაც ხილისგან ამზადებენ და სეზამს აყრიან. საახალწლო სადღესასწაულო სუფრაზე დგას გრძელი ატრია. რაც უფრო გრძელია ის, მით უფრო გრძელი იქნება სუფრასთან შეკრებილების ცხოვრება. მაგიდაზე ხშირია ზღვის კომბოსტო, შემწვარი წაბლი, ბარდა, ლობიო, მოხარშული თევზი – ეს კომპონენტები ბედნიერების, ჯანმთელობის, საქმეში წარმატების და მშვიდობის სიმბოლოდ ითვლება.
7. იტალია
იტალიაში საახალწლო სუფრის მთავარი კერძი მორის ფორმის შოკოლადის ტორტია. დესერტამდე კი იტალიელები პასტას, მოთუშულ ლობიოს, ბოსტნეულის სუპ-პიურეს, მათ შორის ოსპის სუპს მიირთმევენ. დღეგრძელობის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სიმბოლო აქ ყურძენი, თხილი და ოსპია.
8. რუმინეთი, ავსტრალია, ბულგარეთი
სხვადასხვა ტრადიციულ კერძთან ერთად, ამ სამ ქვეყანაში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად არის სპეციალური ღვეზელი. მისი თავისებურება ის არის, რომ ნაჭერში ერთ-ერთ სტუმარს აუცილებლად შეხვდება მონეტა, კაკალი, ან წიწაკა. ამ ქვეყნების მკვიდრები თვლიან, რომ ვინც მათ იპოვის, ამ წელს აუცილებლად დაოჯახდება.
9. ავსტრია, უნგრეთი და ყოფილი იუგოსლავია
ამ ქვეყნებში საახალწლო სუფრაზე გამორიცხულია ფრინველის კერძი. ავსტრიელები, უნგრელები და ყოფილი იუგოსლავიის მცხოვრებლები თვლიან, რომ ამით „ბედნიერების ფრინველს“ შეაშინებენ და ის მათ სახლს დატოვებს.
10. ჩეხეთი და სლოვაკეთი
ჩეხეთსა და სლოვაკეთში ტრადიციული საახალწლო კერძი არაჟანში შემწვარი კობრია. ამავდროულად, სუფრაზე უამრავი ხორციანი კერძია. ითვლება, რომ რაც უფრო მეტია კერძი, უფრო მდიდარი იქნება ახალი წელი. სუფრაზე აუცილებლად არის ქერის ფაფა და სავალდებულოა შტრუდელი – ყველა ადგილობრივი კარგი დიასახლისის სიამაყე.
11. დანია, შვედეთი
დანიელებისა მთავარი საახალწლო კერძი ვირთევზაა. ეს ბედნიერების და სიმდიდრის სიმბოლოა. შვედების სადღესასწაულო მაგიდაზე, კი აუცილებლად არის ლუტეფიქსია – ხმელი ვირთევზისგან დამზადებული კერძი.
12. გერმანია
გერმანელების საახალწლო სუფრაზე აუცილებლად არის ქაშაყი. ითვლება, რომ ქაშაყი ნამდვილად მოიტანს ბედნიერებას მთელი წლის განმავლობაში. ტრადიციული და მნიშვნელოვანი კერძებია: Sauerkraut – ჩაშუშული კომბოსტო ძეხვებით, Eisbein – მოხარშული ღორის ფეხი და რა თქმა უნდა, მრავალი სახის გერმანული ძეხვი (თითოეული რეგიონი საკუთარი ნაირსახეობითაა ცნობილი).
13. ესპანეთი, პორტუგალია, კუბა
ამ სამ ქვეყანაში სიუხვის და ოჯახის ბედნიერების სიმბოლო ვაზია. ამიტომ, ამ ქვეყნებში 12 საათის შესრულებისას, ყურძენს ჭამენ. ესპანეთის მსგავსად, თითო ყურძენი თითო სურვილის ჩაფიქრებასთან ერთად მიირთმევა.
14. ტიბეტი
ტიბეტში ძალიან სტუმართმოყვარე საახალწლო ტრადიცია არსებობს. დიასახლისები ღვეზელის ურიცხვ რაოდენობას აცხობენ, რომელის სხვადასხვანაირი შიგთავსითაა გატენილი. მას ყველას ურიგებენ, ნაცნობებსაც და უცნობებსაც. ტიბეტელები თვლიან, რომ რაც მეტს დაარიგებენ, მით უფრო მდიდრები იქნებიან.
15. ბელგია
ბელგიაში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად არის ხბოს ძეხვი ტრიუფელებით, ტახის ხორცი, ტრადიციული ტორტი და ღვინო.