ნიუ-ჯერსიში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა ნათია ჩაჩავამ 69 წლის ქალის სიცოცხლე იხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამ დროს ქრისტე ისევ ჯვარზეა გაკრული და ტირის, ამისთვის ვეწამეო?! – მამა პეტრე
გამოცემის ინფორმაციით, ქალი მდინარეში მაშინ ჩავარდა, როდესაც ამოწმებდა რამდენად კარგად იყო დამაგრებული მისი კუთვნილი ნავი. ის წყლიდან ამოსვლას დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა.
მდინარის დინება საკმაოდ სწრაფი იყო. თუმცა, საბედნიეროდ, ქალის ყვირილი მისმა მეზობლებმა (ჯინ სერპენტელმა და ნათია ჩაჩავამ) გაიგეს, მის ადგილსამყოფელს მიაკვლიეს და დასახმარებლად 911-ში დარეკეს.
ნათიამ და პოლიციელმა ქალი წყლიდან ამოიყვანეს. პირველადი დახმარებაც სწორედ მან(ნათიამ) გაუწია.
„პრაიმტაიმი“ ამერიკაში ნათია ჩაჩავას დაუკავშირდა. რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მოგვიანებით, ქალისგან მადლობის ნიშნად ვარდები და წერილი მიიღო:
ჩემს საყვარელ მეზობელს, არ ვიცი როგორ გადაგიხადო მადლობა იმისთვის, რომ ჩემი სიცოცხლე გადაარჩინე. მთელი ცხოვრება შენი მადლობელი ვიქნები, რომ მაშინ გამოჩნდი, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ამ სიკეთეს არასდროს დაგივიწყებ. ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები, როდესაც დაგჭირდები…
წყარო პრაიმტაიმი