თბილისში 39 წლის ამერიკის დაკარგული მოქალაქე, ალექს ლოიოსი იპოვეს. მას სამართალდამცველებმა სანზონაში მიაგნეს.
როგორც ცნობილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ცნობისთვის, დაკარგული ტურისტის ახლობლებისა და მეგობრების ინფორმაციით, ის კონტაქტზე ბოლოს 7 თებერვალს გამოვიდა, ხოლო 9 თებერვალს, ნაცნობმა ტაქსისტმა ძველ თბილისში შენიშნა, სინაგოგასთან ახლოს.