კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო.
უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდარ ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა უკვე იდენტიფიცირებულია და მისი ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს.
შუა ხნის ასაკის ცოლ-ქმარი, რომლებიც ყვარლის მუნიციპლიტეტიდან არიან, სავარაუდოდ, მათთან მომუშავე მწყემსმა მოკლა.
შემთხვევა გამთენიისას, ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ იმყოფება პოლიცია, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
გარდაცვლილები ექსპერტიზისათვის პროზექტურაში არიან გადასვენებული.