საქართველოში ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც „მწვანე ბარათის” გათამაშებაში ერთვებიან. მაგალითად, თუ 2011 წელს 20 ათასი კაცი იყო დარეგისტრირებული, 2021 წელის გათამაშებისთვის უკვე 112 ათასი დარეგისტრირდა, თან პანდემიის პირობებში.

აშშ-ის მწვანე ბარათის გარდა, ასევე გაზრდილია მოთხოვნა აშშ-ის ტურისტულ ვიზაზეც და 2024 წლამდე საელჩოში გასაუბრებისთვის ადგილი არ არის.

„წლების წინ საქართველოში, “მწვანე ბარათის” მოსაგებად, ადამიანების ის კატეგორია რეგისტრირდებოდა, რომლებიც ვერ საქმდებოდნენ ქვეყანაში და ამ გადაწყვეტილებას სიღარიბის გამო იღებდნენ. დღეს კი წასვლა უნდა ყველას, დოქტორის ხარისხის მქონე ადამიანებიც აპლიკაციას ავსებენ. ფაქტობრივად ყოველი მეორე რეგისტრირდება, ანუ ყველა ვისაც აქვს რესურსი, ძალა და შეუძლია პროდუქტის შექმნას, არის ნიჭიერი, წარმატებული და განათლებული, ან უკვე წასულია საქართველოდან, ან აპირებს წასვლას, ან საერთაშორისო კომპანიაში საქართველოდან მუშაობს. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შრომისუნარიან ადამიანებს ვკარგავთ”, – განაცხადა „საქმიან დილაში“Turebi.ge-ის დირექტორმა, ნიკა გოგოლაძემ.

მისივე თქმით, საქართველომ წელს აშშ-ის „მწვანე ბარათის” მოგებით რეკორდი მოხსნა და სულ მცირე, 4 ათასამდე ადამიანმა მოიგო „მწვანე ბარათი“.

“მწვანე ბარათის” გამარჯვებულების სტატისტიკა ოფიციალურად სექტემბერში გამოქვეყნდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here