2021 წელს ახალი რელიგია გაჩნდება, – ასეთია ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება, რომელიც მისმა მიმდევრებმა და თაყვანისმცემლებმა მის კატერებში ამოიკითხეს.
სპეციალისტების თქმით, სწორედ ამ წელს დაიწყება პროცესები, რომლებიც 23-24 საუკუნეებში სრულიად ახალი მსოფლიო რელიგიის ფორმირებით დაგვირგვინდება.
კატრენების ფორმულირებების ბუნდოვნების გამო, მკვლევარები ვერ თანხმდებიან იმაზე, როგორ მოხდება ამ რელიგიის ფორმირება. ნაწილი თვლის, რომ ეს კათოლოკური და მართლმადიდებელი ეკლესიის შერწყმის შედეგად მოხდება. ნაწილი კი თვლის, რომ ისლამი და ქრისტიანობა გაერთიანდება.
რა თქმა უნდა, ყველა წინასწარმეტყველება, რომლის შესახებ ნოსტრადამუსი კატრენებში წერდა, არ ასრულებულა. ასევე არ არის გამორიცხული, რომ მისი ნაწერები სწორად არ იყო აღქმული. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ რამდენიმე წინასწარმეტყველება ასრულდა.