იტალია მიესალმა ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც მათ 11 მილიონი დოლარის ღირებულების უკანონო ანტიკვარიატი დაუბრუნდათ.
ამერიკამ იტალიას 201 არტეფაქტი გადასცა. 40 მათგანი აშშ-ში იტალიის საკონსულოში გამოიფინა, 161 კი იტალიაში გაიტანეს.
იტალიის კულტურის მინისტრის, დარიო ფრანჩესკინის თქმით, ნამუშევრები ერთ დიდ მუზეუმში გამოიფინება.
ანტიკური პოეზია, რომაული ხელოვნება, ტერაკოტას ქანდაკებები მეოთხე საუკუნით თარიღდება.
არტეფაქტების უმრავლესობა იტალიელ ედოარდო ალმაგიასთან არის დაკავშირებელი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობდა. 2006 წელს სასამართლომ მას ყველა ბრალი მოუხსნა, თუმცა მისი ანტიკვარიანტის კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო.