2022 წელს სოციალურად დაუცველი პენსიონერები თბილისის მერიისგან 500 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. დედაქალაქში მცხოვრები 40 000 პენსიონერი დახმარების მიღებას მედიკამენტების შესაძენად შეძლებს.
პროგრამით გათვალისწინებულია ექიმის მიერ დანიშნული გულსისხლძარღვთა, გამაყუჩებელი და ქრონიკული ავადმყოფობის სამკურნალო პრეპარატების შეძენა.
ვაუჩერების გასაცემად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო.