ბათუმში, ნარკოლოგიური საავადმყოფოს ეზოში სროლა იყო. დაჭრილია ერთი ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მეტადონის პროგრამაშია ჩართული და საავადმყოფოში აღნიშნულთან დაკავშირებით იმყოფებოდა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მას ტყვიამ ქვედა კიდური დაუზიანა.