სოციალურ ქსელში Centro servizi Geo House ავრცელებს პოსტს, იტალიის მთავრობის კანონპროექტის შესახებ, რომელსაც EMIGRANTEBI.ORG -ი უცვლელად გთავაზობთ

✅იტალიის მთავრობის 2 მაისის კანონპროექტით გათვალისწინებული დახმარებების შესახებ მაღალი ინტერესიდან და მომართვიანობიდან გამომდინარე, მოკლე ინფორმაცია პროცედურის შესახებ.
დახმარება მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებს/პენიონერები, საჯარო და კერძო სტრუქტურებში და სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანები. კანონპროექტს კიდევ ერთხელ მიუბრუნდნენ 5 მაისს .

გადაწყვეტილებით დახმარების კატეგორიაში შედიან ასევე ოჯახის დამხმარე პესონალი , შინამოსამსახურეები და მოხუცის მომვლელები.

თუ როგორ მოხდება პროცედურის წარმოება ამ ბოლო კატეგორიისათვის, ეს ჯერ კიდევ არაა ცნობილი–სავარაუდოდ მიმართვიანობა მოხდება სოციალური დაცვის ეროვნულ ინსტიტუტთან -INPS . . ეს ყველაფერი დეტალურად გამოქვეყნდება და აუცილებლად გასაჯაროვდება .
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მთავარი რეკვიზიტი ბონუსის მიღების არის ეკონომიური მდგომარეობის პარამენტრი–ანუ ექვივალენტური ეკონომიკური სიტუაციის ინდიკატორი ე.წ mod ISEE , არ უნდა აჭარბებდეს 35 ათას ევროს.ანუ უამრავი ვერსიიდან , რაც ფბკ სივრცეში ტრიალებს–მაგალითისთვის , რომ თუ არ გაქვს გაკეთებული შემოსავლების დეკლარაცია ანუ 730 და ასე შემდეგ მსგავსი უზუსტობები–არ შეესაბამება სინამდვილეს.

ბონუსის მიღების მსურველებმა გაითვალისწინეთ შემდეგი –მიმართეთ ადგილობრივ პატრონატებს ან CAF ის განყოფილებებს, ვისაც გაქვსთ SPID ი , ასევე შეგიძლიათ თავადვე მოახდინოთ მოდულო ISEE ს მოთხოვნა., ვინაიდან ეს დოკუმენტი მიუთითებს თქვენს ეკონომიკური მდგომარეობის დასტურს.
ბონუსის მოთხოვნის პროცედურის შესრულების ტექნიკურ
დეტალებს გაცნობებთ გამოქვეყნებისთანავე.
Centro servizi Geo House გისურვებთ წარმატებებს