ანტალიის ქუმლუჯას რაიონში ტყის ხანძარი სამ სხვადასხვა ადგილას ერთდროულად გაჩნდა. გამოძიება ვარაუდობს, რომ ის განზრახ იყო გაჩენილი. ინფორმაციას TRT Haber ავრცელებს.
“ტყის ხანძარი დაახლოებით 22:30 საათზე გაჩნდა”, – იტყობინება ტელეარხი.
სახანძრო-სამაშველო ბრიგადების სწრაფი ჩარევის წყალობით, ხანძრის ლოკალიზაცია მალევე მოხდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიება გრძელდება.