ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა, ნიუ-იორკში მიხეილ სააკაშვილის სამუდამო პატიმრობის მოთხოვნით, აქცია გამართეს.
საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან შეკრებილებმა, ყოფილი პრეზიდენტის მმართველობის რეჟიმი გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა უნდა დამკვიდრდეს.
მათი განცხადებით, მიუხედავად სტატუსისა, ნებისმიერმა ადამიანმა სამართლის წინაშე უნდა აგოს პასუხი. ემიგრანტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის გარდა, მისი თანამოაზრეებიც უნდა მიეცნენ პასუხისგებაში.