„ევროპოლის“ გამოძიების ფარგლებში, აშშ-სა და ევროპის ქვეყნების სამართალდამცავებმა უკანონო საქონლით ონლაინვაჭრობისთვის 150 ადამიანი დააკავეს.
გამოცემა Deutsche Welle-ს ცნობით, თაღლითები ელექტრონული კომერციის საიტების საშუალებით იარაღით, ნარკოტიკებითა და სხვა უკანონო საქონლით ვაჭრობდნენ.
უკანონო სავაჭრო ქსელი პოლიციამ მიმდინარე წლის იანვარში დაადგინა და მას შემდეგ გამოძიება მათი ვინაობის დადგენაზე მუშაობდა.
საგამოძიებო ოპერაცია ჩატარდა ავსტრალიაში, ბულგარეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, ბრიტანეთსა და აშშ-ში.
ჯამში ამოღებულია 26.7 მილიონი ევროს ოდენობის ნაღდი ფული და კრიპტოვალუტა და 234 კილოგრამი ნარკოტიკი.