საკოორდინაციო საბჭოს მიერ 22 მარტს, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დღეიდან ღია სივრცეებში პირბადეს ტარების სავალდებულო აღარ იქნება. თუმცა საქალაქო ტრანსპორტში პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა.

ასევე, გაუქმდა რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ თუ სახელოვნებო ღონისძიებებზე.

დისტანციურზე მყოფი მოქალაქეები დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაოს.

გაუქმდა ასევე თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე ბრუნდებიან.

ვაქცინაციაზე დაწესებული წახალისების პროგრამა კი მარტის ბოლომდე შენარჩუნდება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here