თურქმა მებაჟეებმა სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომობილის შეამოწმეს, რა დროსაც ავტომობილში მოწყობილ სპეციალურ სამალავში 5 ადამიანი აღმოაჩინეს.
ხუთივე მათგანი თურქეთის მოქალაქეა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, რის გამოც ქვეყნიდან გაქცევას და საქართველოში მალულად გადასვლას ცდილობდნენ.
დაკავებულები ხოფას პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლიციაშია გადაყვანილი სატვირთო ავტომობილის მძღოლიც