სოციალურ ქსელში Levan Simonishvili ავრცელებს პოსტს, სადაც იგი წერს, რომ იტალიის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, “კოვიდ19”-თან დაკავშირებულ დეკრეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება მწვანე პასპორტის ვადებს ეხება. საბჭოს გადაწყვეტილებით Green Pass-ი უვადო იქნება ორ შემთხვევაში:

1. ბუსტერით, ანუ სამჯერ ვაქცინაციის შემთხვევაში
2. ორი დოზის, პლუს ვირუსის გადატანის შემთხვევაში

შემდეგი ცვლილება სკოლას ეხება:
საბავშვო ბაღებსა და სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვები 5 დღით დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ, თუ კლასში ხუთზე მეტი ბავშვია ინფიცირებული. დაწყებით კლასებში, მხოლოდ აუცრელი, ან ვირუსგადატანილი ბავშვები გადავლენ 5 დღით ონლაინ სწავლებაზე, კლასში ხუთზე მეტი დაინფიცირებულის შემთხვევაში, ხოლო მაღალ კლასებში ორი დაინფიცირებულის შემთხვევაში. კარანტინის დასრულების შემდეგ, სკოლაში დასაბრუნებლად, საკმარისი იქნება თვითტესტირება.
რაც შეეხება წითელ ზონას:
სამი დოზით აცრილებზე არ გავრცელდება არანაირი შეზღუდვა, მიუხედავად რეგიონის ფერისა, მათ შორის არც “ლოქდაუნი”.
მოგზაურობა:

კოვიდტესტის პასუხი, საჭირო აღარ იქნება აცრილი პირებისთვის, რომელთაც აქვთ ევროკავშირის მიერ აღიარებული Green pass-ი. საბჭოს აზრით, ეს ტურიზმის ამოძრავებას შეუწყობს ხელს

 

 

წყარო საქართველოს ემიგრანტთა ასოციაცია • Georgian Emigrants Association