იტალიაში Covid ვითარების Rt (Rt აღწერს ინფექციის სიჩქარეს, დაავადების გავრცელების შემცველი ღონისძიებების გამოყენების შემდეგ) ინდექსი 0.92-მდე დაეცა, – ინფრომაციას სააგენტო “Ansa“ ავრცელებს.

ეროვნული RT– ის ინდექსი 0.92-მდე დაეცა, გასულ კვირას ის 0.98-ს შეადგენდა. ასევე მცირდება შემთხვევათა სიხშირე. 100 ათას მოსახლეზე, გასული კვირას 232-დან 185-მდე შემთხვევა დადასტურდა.

რეგიონები: კამპანია, ვალე დაოსტა, პულია და კამპანია წითელ ზონაში რჩებიან. სარდინია ნარინჯისფერის ნაცვლად წითელ ზონაში გადადის. რეგიონები: პიემონტი, ლომბარდია, ფრიული, ემილია რომანია და ტოსკანა ისევ ნარინჯისფერ ზონაში რჩებიან.

”რამდენიმე საათში, მე ხელს მოვაწერ განკარგულებას და იმ მაჩვენებლების საფუძველზე, რაც დღეს იტალიაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ იტალიის რეგიონების ნაწილი წითლიდან ნარინჯისფერ ზონაში გადადის, რაც ნიშნავს რომ მიღებულმა ზომებმა წარმოქმნა მრუდის პირველი ცვლილება, მაგრამ ზოგადად კოვიდ ვითარება ქვეყანაში მაინც რთულია.“ – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ.

Exclusivetv.ge