დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყების წინაშეა.
მისივე თქმით, ყველა ნიშანია იმისა, რომ ქვეყანაში სერიოზული შიდა გავრცელებაა დაწყებული.
,,მესამე ტალღის დაწყების ეტაპზე ვართ. 10 კლასტერია უკვე სხვადასხვა რეგიონში, რეალურად, შეიძლება მეტი იყოს, ჰოსპიტლები იტვირთება, 100 000 მოსახლეზე გავრცელების მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი, ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი იზრდება. დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი ყველაზე დიდია ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ სერიოზული შიდა გავრცელებაა დაწყებული,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.