ვერძი
დააკვირდით გარემოსა და ვითარებას, შეაფასეთ რამდენად პერსპექტიულია თქვენი გეგმებისა თუ პროექტის ამოქმედება და მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, შესაძლოა ამ ეტაზე მისი შეჩერება დაგჭირდეთ.

კურო
დაძაბულობისა და მღელვარების მიუხედავად თუ ჭკვიანურად მიუდგებით საქმეს, ძალიან შთამბეჭდავ შედეგებს მიიღებთ და საოცრად ლამაზად წარმოაჩენთ თქვენს შინაგან პოტენციალს და ხედვას.

ტყუპები
ერთდროულად ნუ შეეჭიდებით უამრავ საქმეს, გამოიყენეთ თქვენი გამოცდილება, გადაახარისხეთ ყველაფერი და დაიწყეთ მნიშვნელოვანი, მთავარი საქმეებით, მხოლოდ ასეთი მიდგომით შეძლებთ შედეგების მიღებას და აცდებით დროის ფუჭად ხარჯვას.

კირჩხიბი
ნუ ილაპარაკებთ სამომავლო გეგმებზე და ოცნებებზე, იკონტაქტეთ მეტი ბუნებასთან, სუფთა ჰაერი და მყუდრო გარემო სასიკეთოდ აისახება თქვენს განწყობაზე და ფსიქო-ემოციურ მდგოამრეობაზე.

ლომი
ყურადღება გამოიჩინეთ გარშემომყოფთა მიმართ და შეეცადეთ ობიექტურად შეაფასოთ ისინი თავიანთი საქმეებიდან გამომდინარე, სწორად განსაზღვრეთ თვითოეულის დამსახურება და მიუჩინეთ სათანადო ადგული სამსახურში თუ პირად ცხოვრებაში.

ქალწული
ემოციებით დატვირთული დღის ფონზე სასურველია თავი შეიკავოთ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისგან. კარგად მოიფიქრეთ ყოველი სიტყვა და ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო შედეგები.

სასწორი
შესაძლოა ხმაურიანი და მღელვარე საუბარი კოლეგებთან და ახლობლებთან უფრო გართულდეს, მოემზადეთ და აამოქმედეთ თქვენი დიპლომატიური უნარი – თავი სასარგებლო კუთხით წარმოაჩინოთ.

მორიელი
უამრავ საქმესა და ინფორმაციის დამუშავებას მარტივად, ინტუიციის დახმარებით გაართმევთ თავს, მხოლოდ შეუპოვრობითა და ძალისხმევით მოახერხებთ წინსვლას, მაგრამ როგორმე დრო უნდა გამონახოთ დრო საკუთარი თავისთვის, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.

მშვილდოსანი
დღეს მიგიწევთ საკუთარი საქმეების გადადება და სხვათა პრობლემატური საკითხების მოგვარება. ნუ დაკარგავთ კონტროლს მიმდინარე მოვლენებზე, რათა საფრთხე არ შეუქმნათ თქვენს ინტერესებს.

თხის რქა
გაგიჭირდებათ ურთიერთობა და კომუნიკაცია არასტაბილური ემოციური ფონიდან გამომდინარე. სასურველია მაქსიმალურად მოერიდოთ ხალხთა თავშეყრის ადგილებს. იზურნეთ ჯანმრთელობაზე.

მერწყული
შესაძლოა არჩევანის წინაშე დადგეთ: პირადი სარგებელი თუ სამართლიანობა? იმოქმედეთ, ნუ მიანდობთ არჩევანს დროის სვლას, ამგვარად შფოთსა და მღელვარებასაც აიცილებთ თავიდან.

თევზები
გაღიზიანებას და დაპირისპირებას კოლეგებთან მარტივად აიცილებთ თავიდან, თუ თქვენთვის განმარტოვდებით და რაიმე პირადით დაკავდებით. სიახლეების გასაგებად გამოიყენეთ ინტერნეტი, წაიკითხეთ წიგნები ან მოიფიქრეთ რაიმე განტვირთვისთვის.