იტალიაში გარდაცვლილი კარინა გრიგორიანის მეუღლე დავით ახვლედიანი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„დღეს ერთი წელი გავიდა რაც ბამბინ ჯეზუში ვართ, როგორ იმედიანად წამოვედით და ეს იმედი გაამართლეს იტალიელმა ექიმებმა, მაგრამ გამოგვაკლდა უმთავრესი კარინა, დედა რომელიც არის ჩემთვის დედობის მაგალითი, ბავშვისთვის ერთხელაც არ აუწევია ხმას, სიტყვები არ არსებობს კარინას დედობა რომ გადმოვცე როგორი დედა იყო, ძალიან რთულია ეს მომენტი რადგან ყოველ დღე ქეითი მეუბნება დედიკო მენატრებაო, არ ვიცი რა ვუპასუხო. ისეთი ლაღი აღარ არის როგორიც იყო რაღაცნაირად დადის დავრდომილი მოწყენილი, ყველა მოქმედებაში ეტყობა რომ დედას ეძებს.
ამდენი პრობლემის შემდეგ ეს არ უნდა მომხდარიყო, ექიმმა როცა დარეკა და მითხრა რამდენიმე საათი დარჩა კარინასო ბოლომდე არ მჯეროდა, რადგან ასეთ უსამართლობას ვერც კი წარმოვიდგენდი. ახლაც არ მჯერა რომ ეს ხდება ჩვენს თავს. მგონია რომ გავა დრო და დაგვიბრუნდება, არ იღებს ქვეცნობიერი ამ რეალობას და რა გავაკეთო“, – წერს დავით ახვლედიანი.