იტალია აპირებს განახორციელოს ახალი პროექტები აფრიკის ქვეყნებთან რუსულ ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად და ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისთვის.
ამ მიზნით იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო კონგოსა და ანგოლას ეწვია.
ლუიჯი დი მაიომ თქვა, რომ იტალია ეძებს ალტერნატიულ წყაროებს რუსეთისგან ნაყიდი 29 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ჩასანაცვლებლად.