უკრაინაში მოხალისედ წასული ქართველო ბლოგერი, დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ცოცხალი ვერ დაბრუნდა დედამისის გვერდით  სურს დაკრძალვა.

„მგონი ყველაზე დროულია ამ წერილის დაწერა ჩემს ცხოვრებაში. დედაჩემის გვერდით უნდა იყოს ჩემი საფლავი, იმ მიწაზე კი ჩემს მაგივრად გააშენეთ ულამაზესი ბაღი. არ გაგვიკეთოთ ძვირფასი ქვები, არც სახელები და არც სურათები. მხოლოდ ხეები და ყვავილები, მხოლოდ სილამაზე. ვისაც გული გეტყვით გულზე დამარგოთ ყვავილი ან ხილის ხე, რომელიც თქვენი ეზოდან სიყვარულით ამომიტანეთ, დაგვარგეთ გულზე. სულ ეს არის ჩემი დანაბარები.

მიყვარხართ და იცოდეთ, არასდროს არ დაიხიოთ უკან როცა გული გკარნახობთ, რადგან სიკვდილადაც კი ღირს გულის თქმის ნდობა. თუნდაც ვერავინ ვერ გაგიგოთ და ყველა გემტერებოდეთ, ბოლოს მაინც სიყვარულამდე მიგიყვანთ გული. ჩემი პირობა ქვას ტეხს და თქვენც დამპირდით, რომ არ მოგვაკლებთ ცოცხალ ყვავილებს, ხილის ხეებს, ჩრდილებს და სილამაზეებს. დამპირდით და შეასრულეთ თქვენი პირობა.

ჯერ არ ვკვდები, მაგრამ თუ ავფეთქდით, იცოდეთ, რომ თქვენ მე მაცოცხლეთ. ყველა მაგინებელისთვის მიპატიებია და ვითხოვ პატიებას, თუ გული გატკინეთ.

P.S ჩემი ნინაც გვერდზე იქნება იმ ვარდების ქვეშ“, – წერს დომენი მანგო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here