წუხელ მილანში მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც 5 ადამიანი დაიჭრა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 3:25 სთ-ზე მოხდა.

დაშავებულები მოზარდები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.

როგორც კლინიკიდან აცხადებენ, 4 მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა მას ოპერაცია უტარდება.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს გამოძიება. აცხადებენ პოლიციიდან