ცნობილი იტალიელი მსახიობი, მონიკა ვიტი გარდაიცვალა. ის 91 წლის იყო.
ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.
მონიკა ვიტი ცნობილია რეჟისორ მიქელანჯელო ანტონიონის ფილმებში მონაწილეობით. იტალიური მედია მონიკა ვიტის მიქელანჯელო ანტონიონის მუზას უწოდებს.
შეგახსენებთ, რომ სერიოზული გენეტიკური დაავადების გამო, მსახიობი ბოლო 20 წლის განმავლობაში საჯაროდ არ გამოჩენილა.