უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაარწმუნა, რომ იტალია რუსეთის SWIFT-დან გათიშვას მხარს დაუჭერს.
კულებას თქმით, ახლა უკრაინა დიპლომატიურ ფრონტზე აქტიურ შეტევას ახორციელებს.
„ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა, იტალიური დიპლომატიის ხელმძღვანელმა ლუიჯი დი მაიომ, ტელეფონით დამარწმუნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთის SWIFT-დან გათიშვას. იტალიის სრული სოლიდარობა უკრაინას.ერთმა მეგობარმა ქვეყანამ, რომლის სახელი ჯერ არ გამიცხადებია, გადაწყვიტა უკრაინას მიეწოდებინა მრავალი საბრძოლო მასალა, ნაღმტყორცნები და რაკეტები გრადებისთვის ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად“, – აცხადებს კულება.