ავიაკომპანიები Flydubai და Air Arabia საქართველოს მიმართულებით დამატებით რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
ავიაკომპანიები Flydubai და Air Arabia თბილისის მიმართულებით დამატებით რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ. კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია Flydubai დუბაისა და თბილისს შორის 30 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით შეასრულებს 16 დამატებით რეგულარულ ფრენას, ხოლო ავიაკომპანია Air Arabia შარჯასა და თბილისს შორის 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით შეასრულებს 4 დამატებით რეგულარულ ფრენას.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა 12 ნოემბერს მიენიჭა.