ქართველები საერთაშორისო დანაშაულებრივ სქემაში – ბერძნული ციხეები ქართველი პატიმრებით გადაივსო. ქსელის ქართველ ორგანიზატორებს საბერძნეთის ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონო გადაყვანაში ადანაშაულებენ. საერთაშორისო კრიმინალური ქსელის ლიდერების კვალს საქართველოში ეძებენ.
“შაბათის ეთერმა” მოიპოვა აუდიო ჩანაწრები საიდანაც დგინდება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საერთაშორისო კრიმინალური ქსელი ააწყვეს.სქემას ქართველი კანონიერი ქურდი, ლაშა შუშანაშვილი, იგივე ლაშა “რუსთავსკი”. ის საბერძნეთის ციხეში იხდის სასჯელს.
შაბათის ეთერმა გაშიფრა სქემა, როგორ ხვდებიან არალეგალები საბერძნეთში. სქემის მიხედვით, დაჯგუფების წევრები საბერძნეთში დასაქმებას სთავაზობენ საქართველოში მყოფ უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეებს და ძალიან მაღალ ხელფასს პირდებიან. ჩასვლითანავე VIP კატეგორიის ჯიპებს აძლევენ და უხსნიან მარშრუტს, როგორ უნდა შეიყვანეონ არალეგალი მიგრანტების საბერძნეთის ტერიტორიაზე, მძღოლები თურქეთიდან გასულ ემირანტებს ტყეში ხვდებიან და საბერძნეთის პირველივე ქალაქში მიჰყავთ, თუ ეს მანქანა ბერძენმა მესაზღვეებმა შენიშნეს, მათი დევნის ოპერაცია იწყება, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები ციხეში ხვდებიან. ისინი ჩვენებას სქემის შემქმნელების წინააღმდეგ ვერ აძლევენ, რადგან დანაშაულებრივ ჯგუფს კანონიერი ქურდები მფარველობენ.
შაბათის ეთერმა მოიპოვა ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც ამ დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი ორგანიზატორი პაატა ვერულავა საბერძნეთში მძღოლად წასვლის მსურველს უკავშირდება.ჩანაწერი პაატა ვერულავას კავშირს ორგანიზებულ დანაშაულთან პირდაპირ ადასტურებს. აუდიო ჩანაწერში ვერულავა თავად ყვება, რომ თუ მძღოლის სასაზღვრო ზონას უსაფრთხოდ გადაივლის და ბერძენი მესაზღვრეები არ დაიჭერენ თითო არალეგალი ემიგრანტის გადაყვანაში 200 ევროს მიიღებს. მიგრანტი ქვეყანაში შესასვლელად 2500 ევროს იხდის, საიდანაც ნაწილი სწორედ ვერულავას რჩება.
პაატა ვერულავას წინააღმდეგ საქართველოში გამოძიება დაწყებული არ არის-თუმცა საერთაშორისო სკანდალის ლიდერები რომ საქართველოს მოქალქეები არიან ამას საბერძნეთისა და ბულგარეთის მიერ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციაც ადასტურებს -ორი ქვეყნის მიერ შექმნილმა საგამოძიებო ჯგუფმა სპეცოპერაცია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ ჩაატარა – დაკავებულია თურქეთის,საბერძნეთისა და საქართველოს 11 მოქალაქე ძირითად იმ ავტომობილების მძღოლები, რომლითაც საბერძნეთში მიგრანტები შეჰყავდატ-სქემის ლიდერების კვალზე პოლიცია ჯერ ვერ გავიდა.
ბერძნული ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სკანდალის ფიგურნატებს ოფიციალური ინფორმაციით, მიგრანტები არალეგაურად ევროპის ტერიტორიაზე სწორედ საქართველოდან სპეციალურად ჩაყვანილი ავტომობილებით გადაჰყავდათ.
<ქართველები საერთაშორისო დანაშაულებრივ სქემაში – ბერძნული ციხეები ქართველი პატიმრებით გადაივსო. ქსელის ქართველ ორგანიზატორებს საბერძნეთის ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონო გადაყვანაში ადანაშაულებენ. საერთაშორისო კრიმინალური ქსელის ლიდერების კვალს საქართველოში ეძებენ.