ბერძნული მედია ბერძენი მამაკაცის ფოტოს ავრცელებს, რომელიც პოლიციამ გუშინ ღამით ემიგრანტთა ოჯახის მკვლელობის ბრალდებით დააკავა. როგორც უკვე ცნობილია, დახოცილია ცოლ-ქმარი და ორი მცირეწლოვანი, 1 და 2 წლის ბავშვები. მამაკაცმა მკვლელობა უკვე აღიარა. იუწყება georgians.gr

ჩანს, რომ დანაშაული წინასწარ იყო განზრახული, დამნაშავე აპირებდა, რომ გარდაცვლილთა ცხედრები დაემალა, რაზეც თავად დანაშაულის ადგილი მეტყველებს. ქალის, მამაკაცისა და ერთი ბავშვის სხეულები სახლის საწყობში სატვირთოს უკანა ნაწილზე იყო მოთავსებული, ხოლო მეორე ბავშვის ცხედარი სახლის შიდა ტერიტორიაზე ისეთ მდგომარეობაში იპოვეს, რომ მკვლელს აშკარად მისი გადატანაც უნდოდა, მაგრამ 12 წლის ბიჭის გამოჩენამ დააფრთხო და ადგილიდან მიიმალა.

12 წლის ბიჭი მოკლული ქალის შვილია, პირველი ქორწინებიდან, რომელიც იმ დროისთვის სახლში არ იმყოფებოდა.

დაკავებული ბერძენი იმ სახლის მფლობელია, რომელშიც ემიგრანტთა ოჯახი ცხოვრობდა და როგორც ირკვევა, მისი ქირა მართებდათ. ამ მიზეზით მამაკაცს უნდოდა, რომ ისინი მარტის ბოლომდე გამოესახლებინა ბინიდან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here