უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ავრცელებს.

გარდაცვლილები დავით რატიანი და გია ბერიაშვილია.

„დავით რატიანი – ირპენთან ბრძოლისას დაცემული ქართველი გმირი. საუკუნოა მისი ხსოვნა. მადლობა ჩვენი სახის გადარჩენისთვის, თავდადებისთვის. დიდება დავითს, დიდება გმირებს!”,- წერს გრიგოლ გეგელია.

„აი,ეს ბიჭი დავკარგეთ! ჩემი, გია ბერიაშვილი!”,- წერს ბერიაშვილის ახლობელი.

რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინაში საბრძოლველად საქართველოდან მოხალისეებიც გაემგზავრნენ. ოკუპანტების წინააღმდეგ ქართველი მოხალისეების რამდენიმე შენაერთი იბრძვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here