ვრცელდება ინფორმაცია უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ. ინფორმაციას ამჟამად უკრაინაში ფრონტის ხაზზე მყოფი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.

გარდაცვლილთა ვინაობა და შემთხვევის ადგილი ამ დროისთვის არ კონკრეტდება. მებრძოლები საუბრობენ მხოლოდ ძლიერ საჰაერო იერიშზე, რომელიც 18 მარტის ღამეს რუსმა ჯარმა მათი მიმართულებით განახორციელა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ უწყებაში ჯერ არ მისულა ცნობა საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here