იტალიის მთავრობამ 10 მილიონი ევრო გამოყო უკრაინის მოსახლეობის დახმარების ორგანიზებისა და მისი მოქალაქეების მიღებისთვის.

პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2022 წლის 31 დეკემბრამდე გამოცხადდა, რათა დახმარება გაუწიონ იტალიაში ჩასულ უკრაინელებს და თავიანთ სახლებში დააბინავონ.

გარდა ამისა, შეიქმნა 500 000 ევროს ოდენობის ფონდი უკრაინელი სტუდენტებისთვის, მკვლევარებისთვის და პროფესორებისთვის, რათა სწავლა განაგრძონ იტალიის უნივერსიტეტებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here