ჩრდილოეთ თურქეთში, ამასიაში, სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Milliyet ავრცელებს.
“ავარია დაახლოებით 07.00 საათზე მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 24 დაშავდა, მათგან 2-ს მდგომარეობა მძიმეა”, – წერს გაზეთი.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია, სამედიცინო და სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული. ავარიის გამო, ამასია-ჩორუმის ავტომაგისტრალი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაკეტილი იყო.
სამგზავრო ავტობუსი იზმირიდან ტოკათამდე მიჰყვებოდა. წინასწარი დასკვნებით, ავარია წვიმის შედეგად გზის მოლიპული საფარის გამო მოხდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
ავეჯის სახლ “ბელმონტე”-ში სიახლეა
🛋 მივიღეთ ახალი პროდუქცია
❗❗შეიძინეთ დღესვე და ისარგებლეთ გრანდიოზული ფასდაკლებით
👉 რატომ ჩვენ?
♻️ მისაღები ფასები
♻️ თურქული მაღალი ხარისხის წარმოება
♻️ ქარხნული გარანტია
♻️ განვადებით შესყიდვის შესაძლებლობა