თურქეთში ორი მიწისძვრა დაფიქსირდა. 3.4 მაგნიტუდის ბიძგები ვანის პროვინციის თუშბას რაიონში დაფიქსირდა. ეპიცენტრი 7.1 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ინფორმაციას DHA ავრცელებს.
ამავე რაიონში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის მაგნიტუდამ 3.5 შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი 6,9 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.