ბათუმში, იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, ერთ-ერთ პალატაში შეკიდული ჭერის ჩამოშლისას პალატაში ოთხი ბავშვი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, პაციენტების ნაწილი ბინაზე გაეწერა, ნაწილი კი კლინიკის სხვა პალატებში გადაანაწილეს.
„შეკიდული ჭერი ჩამოვარდა. პალატაში ოთხი პაციენტი იმყოფებოდა, მაგრამ არცერთ მათგანს არანაირი ზიანი არ მიყენებია. რა თქმა უნდა, ემოციური იყო მშობლების მხრიდან რეაქცია, მაგრამ, საბედნიეროდ, არანაირი დაზიანება არ მოჰყოლია ამ ინციდენტს. ბავშვები უსაფრთხოდ არიან. ნაწილი ბინაზე წავიდა და ნაწილის გადანაწილება მოხდა კლინიკის ტერიტორიაზე. მერიის სამსახურიდან იყვნენ მოსული, სამაშველო სამსახურიდან, შეაფასეს მდგომარეობა. ჯერ მოკვლევა მიმდინარეობს და მოგვიანებით გვეცოდინება“, – აღნიშნა კლინიკის დირექტორმა თამარ ბახტაძემ.