საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილი მიმართავს და მოუწოდებს, რომ სხვა ქვეყნების ლიდერების მსგავსად კიევში ჩავიდეს.

სააკაშვილის თქმით, ის მზად არის უკრაინელებთან ერთად უზრუნველყოს სალომე ზურაბიშვილის კიევში ჩასვლის ლოგისტიკა.

„მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, მიბაძოს სხვა ქვეყნების ლიდერებს, ვინც კიევში ჩავიდა. ჩაფრინდეს პოლონეთში და იქიდან გაემგზავროს უკრაინის დედაქალაქში. მე პირადად, მზად ვარ, უკრაინელებთან ერთად უზრუნველვყო მისი ჩასვლის ლოგისტიკა“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here