თურქეთში, ქალაქ ჰათაიში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სააგენტო (AFAD) ავრცელებს.
ანგარიშის თანახმად, ბიძგები არსუზის რაიონში დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი 19.44 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.