თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მეზობელ სირიაზე შესაძლო სამხედრო შეტევის შესახებ განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც თურქულმა ლირამ რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
თურქული ლირა გასული დღე-ღამის განმავლობაში 0,4%-ით გაუფასურდა და $9,0398 შეადგინა.
გასული თვიდან მოყოლებული, ლირა დოლართან მიმართებაში 6%-ზე მეტით გაუფასურდა.
თავის მხრივ, ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ინფლაციის უკანასკნელი ნახტომი გარდამავალია. ცენტრალური ბანკის მმართველმა, საჰაპ კავჩიოღლუმ განუცხადა ინვესტორებსა და ანალიტიკოსებს, რომ თურქეთის მონეტარული პოლიტიკა საკმაოდ მტკიცეა.