“აირზენას” თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაშვება მოახერხა.ამ წუთებში მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია.
თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან ვენის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, ტექნიკური პრობლემები შეექმნა, კერძოდ, შასი ვერ დახურა.
მგზავრებით სავსე თვითმფრინავი თბილისის თავზე 2 საათის განმავლობაში დაფრინავდა.