ვერძი
სამუშაოს შესრულებისას ყურადღება მიაქციეთ დროის ფაქტორს და ნუ იფიქრებთ, რომ გარშემო მხოლოდ მოშურნეები და მტრები გყავთ.

კურო
შესაძლოა პერსპექტიული წინადადება შემოგთავაზონ.კარგი დღეა კომუნიკაციებისთვის, საქმიანი შეხვედრებისა და კონსტრუქციული საუბრებისთვის.

ტყუპები
შესაძლოა მიიღოთ ის, რისკენაც დიდი ძალისხმევით ისწრაფვოდით, გარემოებები თქვენს სასიკეთოდ იცვლება, დიდი მონდომებითა და შრომისმოყვარეობით დიდ შედეგებსაც მიიღებთ.

კირჩხიბი
წარმატებას იოლად მიაღწევთ, თქვენი იმ შესაძლებლობების დემონსტრირებით, რომლებიც საკმაოდ მრავლად გაგაჩნიათ. პოზიტიური მიდგომით მნიშვნელოვანი ადამიანების კეთილგანწყობას მოიპოვებთ.

ლომი
ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება, იზრდება თქვენი შრომისუნარიანობა. შემოქმედებითი მიდგომა მეტად აამაღლებს თქვენს ავტორიტეტს, გახსნილობა გარშემომყოფთა მიმართ კი – ნდობას თქვენს მიმართ.

ქალწული
წარმატება გელით სხვადასხვა შეხვედრებსა და ინტერნეტ კომუნიკაციებში. შესაძლოა მეტად საინტერესო ადამიანები გაიცნოთ და საკმაოდ სარფიანი საქმეც შემოგთავაზონ.

სასწორი
ფრთხილად იყავით საქმიან ქაღალდებთან და ნუ გათქვამთ თქვენს გეგმებს. ფინანსური წარმატება პირდაპირ კავშირშია თქვენს ალღოსა და მოხერხებულობაზე.

მორიელი
მშვიდად იყავით, ყველაფერს კარგად გაართმევთ თავს. შესაძლოა მსხვილი ფინანსური შემოსავალიც გქონდეთ. დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის სასიამოვნო სიურპრიზსაც ელოდეთ.

მშვილდოსანი
რეალურად გაქვთ იმის შანსი, რომ თავად მართოთ მიმდინარე მოვლენები. ორიგინალური იდეებით, კრეატიულობითა და შეუპოვრობით დიდად გააოცებთ კოლეგებსა და მეგობრებს.

თხის რქა
მოულოდნელი ფულადი შემოსავლები კარგ განწყობას შეგიქმნით. მხოლოდ იყავით ფხიზლად და ნუ ჩაიკეტებით საკუთარ ნაჭუჭში, ნუ მოწყდებით რეალობას.

მერწყული
იზრდება თქვენი კეთილდღეობა და ოპტიმისტური ხედვა სამყაროსა და ცხოვრების მიმართ. ნუ ისაუბრებთ სხვებთან თქვენს იღბლიანობასა და წარმატებებზე, ეს ყველას არ უხარია!

თევზები
ნუ გახდებით ემოციების მსახური. გაიღვიძეთ, იყავით რეალისტი, ფხიზელი გონებით მიიღეთ გადაწყვეტილებები, როგორც სახლში, ისე სამსახურში.