ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით თილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადეს.
უწყების ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების შედეგად, ბრალდებულის ვინაობა უტყუარად დადასტურდა. ის 1988 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები პირია. მასს 7-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ცნობისთვის, ავსტრალიელ მასწავლებელს, შანაი ბრუკს 30 ივლისიდან ეძებდნენ. მასწავლებლის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. მეგობრების თქმით, ბოლო საუბრის დროს ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.