როდესაც 7 დღის ჭრილში დადებითობის მაჩვენებელი 4 % იქნება, თავისუფლად შეგვიძლია გავცეთ რეკომენდაცია, რომ კლასში სწავლის დაწყება შესაძლებელია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი შემცირებულია, რის გამოც, მოსალოდნელია, რომ შემდეგ დღეებში დადებითობის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად დაიკლოს.

“ჩვენ საკმაოდ დადებითი პროგნოზი გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის მასშტაბით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი დაკლებულია, რაც პროგნოზულად იმის მაჩვენებელია, რომ შემდეგ დღეებში დადებითობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაიწევს. როდესაც 7 დღის ჭრილში დადებითობის მაჩვენებელი 4 % იქნება, თავისუფლად შეგვიძლია გავცეთ რეკომენდაცია, რომ კლასში სწავლის დაწყება შესაძლებელია“,-აღნიშნავს ტიკარაძე.