დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე და მის ნელ ტემპზე საუბრობს. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობაში აცრის მაჩვენებელი არ ავიდა 60-70%-ზე ვერ დასრულდება პანდემია და ტალღები 2-3 თვიანი პერიოდულობით გაგრძელდება.

“ეს უნდა გავითვალისწინოთ პირველ რიგში, რომ აცრა აუცილებელია პირველ რიგში იმ ადამიანისთვის, ვინც იცრება, მერე მისი ოჯახებისთვის და ახლობლებისთვის და ყველა მის ირგვლივ მყოფი ადამიანისთვის.

ამიტომ, ყველა დამსაქმებელს მინდა ვთხოვო, ყველა დამსაქმებელს,. მოიკითხონ, როგორია მის დაწესებულებაში აცრის მაჩვენებელი. სანამ არ გავალთ 60-70% აცრის მაჩვენებელზე, მანამდე ვერ დაესმება წერტილი ამ ეპიდემიას და სულ გვექნება სხვადასხვა პერიოდულობით ორ თვეში, სამ თვეში სხვადასხვა ინტენსივობის ტალღები, რომელიც მოიტანს როგორც ადამიანურ, ისე ეკონომიკურ დანაკარგს ქვეყნისთვის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.