უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, ლვოვიდან ავტობუსის სპეციალური რეისები დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით იმოძრავებენ 6-დან 10 მარტამდე უკრაინის დროით ყოველდღე დილის 08:00-დან 09:00 საათამდე.
“ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, შემდეგ ნომრებზე:
+380 (63) 376 77 68
+380 (63) 376 73 64
უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და ჰუმანიტარული კუთხით”,- წერია საგარეოს განცხადებაში.